The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანატოლი სმირანინი

ანატოლი სმირანინი
დაბადების თარიღი:24 დეკემბერი, 1892
გარდაცვ. თარიღი:15 თებერვალი, 1971  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

1910 წლიდან მოღვაწეობდა ტაგანროგის, უფის, პენზის, დონის როსტოვის, ურალისა და სხვა თეატრებში, 1917-1919წწ. - ოდესაში, ამხანაგობა "რუსულ დრამაში", 1920-192წწ. - საზღვაო ძალების პოლიტსამმართველოს თეატრში, შემდეგ სოხუმის, ბათუმისა და სხვა თეატრებში. 1936 წლიდან თბილისის ა. გრიბოედოვის სახელმწიფო სახელმწიფო თეატრის წამყვანი მსახიობი იყო; ფლობდა ფართო აქტიორულ დიაპაზონს, მაღალ პროფესიონალურ კულტურას. გამოირჩეოდა ჭეშმარიტი არტისტიზმით და დიდი სცენური ტემპერამენტით. როლები: სირანო (ე. როსტანის "სირანო დე ბერჟერაკი"), ზაბელინი (ნ. პოგოდინის "კრემლის კურანტები"), გიორგი სააკაძე (ი. ვაკელის "დიდი მოურავი"), ტარტიუფი (მოლიერის "ტარტიუფი"), პოლკოვნიკი ტალბერგი (მ. ბულგაკოვის "ტურბინთა დღეები"), კავალერი რიპაფრატა (კ. გოლდინის "სასტუმროს დიასახლისი"), პრეზიდენტი (ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული"), დუდუკინი (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი") და სხვა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.834; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1946 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: