Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი სმირნოვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის კლასიკური გიმნაზია 1895 წელს, პეტერბურგის უნივერსიტეტი 1900 წელს. 1901-1904წწ. ლაიფციგში დაეუფლა პეტროგრაფიას; 1904 წელს ჩამოვიდა თბილისში და ამ დღიდან მისი სამეცნიერო მოღვაწეობა დაუკავშირდა კავკასიას; მუშაობდა კავკასიის სამთო სამმართველოში; 1929-1957წწ. მუშაობდა კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტში (1932-1947წწ. იყო ამ ინსტიტუტის მინერალოგიისა და პეტროგრაფიის განყოფილების გამგე); 1919-1956წწ. ლექციებს კითხულობდა ქალთა უმაღლეს კურსებზე, საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (ახლანდელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი). მან ა. თვალჭრელიძესთან ერთად საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ტერიტორიაზე სისტემურ პეტროგრაფიულ კვლევას და საქართველოში პეტროგრაფების კადრების აღზრდას; იყო სმირნოვების სახელოვანი ოჯახის წარმომადგენელი, რომელსაც (მეუღლესთან ერთად) წილად ხვდა ა. პუშკინის ეპოქისდროინდელი საოჯახო რელიკვიების გადარჩენის მისია; საქართველოში მოღვაწე წარმოშობით რუსი გეოლოგი და კავკასიის მკვლევარი. თბილისში მცხოვრები რუსი არისტოკრატული ოჯახის შთამომავალი; ი. ჯავახიშვილის თანაკლასელი და განუყრელი მეგობარი მთელი ცხოვრების მანძილზე, პროფესორი (1926). წყარო: 100 ღირსსახსოვარი სახელი = 100 памятных имен = 100 memorable names : საქართველოში და საქართველოს გარეთ მოღვაწე უცხოელები / სარედ. კოლ.: მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, ზურაბ აბაშიძე [და სხვ.] .- თბ., 2014.-გვ. 252-253; თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.834; aidatiflis7.livejournal.com Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |