Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვიქტორ სულაქველიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მთისძირი, ვანის რაიონი. დაამთავრა ს. კიროვის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტი 1942 წელს, ფ. ძერჟინსკის სახელობის სამხედრო-საარტილერიო აკადემია 1943 წელს. ლაზერული პისტოლეტის ავტორი. ხვეწდა და აუმჯობესებდა საბჭოთა საკონტინენტშორისო ბალისტიკური რაკეტების საბრძოლო (ბირთვული) ქობინებს, რათა მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე აფეთქების შემდეგ გაძლიერებულიყო გამა და ზემაღალი სიხშირის გამოსხივება. იყო კათედრის უფროსი, სამხედრო მეცნიერი, გენერალ-მაიორ-ინჟინერი (1962), ტექნიკური მეცნიერების დოქტორი (1958), პროფესორი (1959). სამხედრო მეცნიერი და სამხედრო ინჟინერი, გენერალ-მაიორ-ინჟინერი. 160-ზე მეტი სამეცნიერო შრომის, მათ შორის 2 სქელტანიანი მონოგრაფიის, 10 სახელმძღვანდელოსა და 15 დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორია. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. გარდაიცვალა ქ. მოსკოვში, საქართველოში ჩამოასვენეს და თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9-თბ., 1985.-გვ.599; ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 97-98 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |