შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვიქტორ სულაქველიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მთისძირი, ვანის რაიონი. დაამთავრა ს. კიროვის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტი 1942 წელს, ფ. ძერჟინსკის სახელობის სამხედრო-საარტილერიო აკადემია 1943 წელს. ლაზერული პისტოლეტის ავტორი. ხვეწდა და აუმჯობესებდა საბჭოთა საკონტინენტშორისო ბალისტიკური რაკეტების საბრძოლო (ბირთვული) ქობინებს, რათა მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე აფეთქების შემდეგ გაძლიერებულიყო გამა და ზემაღალი სიხშირის გამოსხივება. იყო კათედრის უფროსი, სამხედრო მეცნიერი, გენერალ-მაიორ-ინჟინერი (1962), ტექნიკური მეცნიერების დოქტორი (1958), პროფესორი (1959). სამხედრო მეცნიერი და სამხედრო ინჟინერი, გენერალ-მაიორ-ინჟინერი. 160-ზე მეტი სამეცნიერო შრომის, მათ შორის 2 სქელტანიანი მონოგრაფიის, 10 სახელმძღვანდელოსა და 15 დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორია. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. გარდაიცვალა ქ. მოსკოვში, საქართველოში ჩამოასვენეს და თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9-თბ., 1985.-გვ.599; ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 97-98 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |