The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მამუკა გონგაძე

მამუკა გონგაძე
Date of birth:21 October, 1963  (61 years)
Category:Architect, Painter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია არქიტექტორის სპეციალობით 1987 წელს.

პროფესიული გამოცდილება:

 2021 წლიდან - დღემდე საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე; 2008-2021წწ. საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 2005-2008წწ. საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო მუდმივმოქმედიკომისიის კომისიის წევრი; 1992-2000წწ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დიზაინის განყოფილების უფროსი; 1995-2005წწ. საქართველოს პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო სიმბოლოების დამდგენი კომისიის წევრი; 1991-1992წწ. "კურორტპროქტის" არქიტექტორი; 1989-1991წწ. "თბილქალაქპროექტის" არქიტექტორი.

ნამუშევართა ჩამონათვალი:

საქართველოს სახელმწიფო გერბის ავტორი (2004); აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის ავტორი (2007); აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის ავტორი (2005); საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები (1997-2005): "ოქროს საწმისის ორდენი", "ეროვნული გმირის ორდენი", "წმინდა გიორგის გამარჯვების ორდენი"; მედალი "სამოქალაქო თავდადებისთვის"; საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებათა ემბლემები (1991-2008): თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, უშიშროების სამსახური, სასაზღვრო ძალები, საბაჟო სამსახური; საქართველოს მუნიციპალური სიმბოლოები: გერბი და დროშა (2005-2008): ქუთაისი, ფოთი, ამბროლაური, ონი, დმანისი, ბოლნისი, თეთრიწყარო, მარნეული, წალენჯიხა, სამტრედია; საქართველოს ეროვნული ბანკის საცირკულაციო, საიუბილეო, საინვესტიციო და მემორიალური მონეტები (2006-2009): 50 თეთრის ნომინალი, 1 ლარის ნომინალი, 2 ლარის ნომინალი, "ოქროს საწმისი", "თბილისი-ბაქო-ჯეიჰანი", "ილორი", "ახალგაზრდული ოლიმპიადა", "ჩინეთის ოლიმპიადა 2008", "საქართველოს რესპუბლიკის 100 წელი", "რაგბი -2019"; საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებათა სპეციალური ფორმის ტანსაცმელი (უნიფორმები), ატრიბუტიკა და სამხედრო სიმბოლიკა (1991-2008): საქართველოს შეიარაღებული ძალები (1992, 1999, 2005); საქართველოს პოლიცია (1993, 1999, 2005, 2007); საქართველოს სასაზღვრო ძალების (2001), საბაჟო სამსახური (2002), ფინანსური პოლიცია (2000); საქართველოს სახელმწიფო სამხედრო-საბრძოლო დროშათა პაკეტი (1997, 2005, 2017) საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებათა ჯილდოები: სასაზღვრო ძალები, თავდაცვის სამინისტრო: მედალი "დიდგორი", მედალი "გიორგი ანწუხელიძე", მედალი "თეთრი გიორგი"; შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, ქართული ეროვნული ფულის ბანკნოტები (1991) (გამოფენილია ფულის მუზეუმში), ქართული ლარის ნიშანი (2006); საქართველოს სახელმწიფო დოკუმენტი: მართვის მოწმობა (2006), სატრანსპორტო საშუალების მოწმობა (2010), უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულის მოწმობა.

გამოცემები და სტატიები:

მონოგრაფიები: "ქართული ჯილდოები" (2000), "აფხაზეთის სიმბოლიკისათვის" (2016); სტატიები: "საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ" (2012), აფხაზეთის სიმბოლიკა (2013); სარედაქციო საქმიანობა: ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ყოველწლიური ჟურნალის "ჰეროლდი" - პროექტის ხელმძღვანელი (2011-2022).

Member of Organizations

  • არასამთავრობო ორგანიზაცია "სტუდია რე", დამფუძნებელი, გამგეობის წევრი, დიზაინერი (1999-2005)
  • არასამთავრობო ორგანიზაცია "ქართული ჰერალდიკის ასოციაცია", დამფუძნებელი, ხელმძღვანელი (1999-2004)
  • დიზაინერთა კავშირის სტუდია "ოშკი", დამფუძნებელი და ხელმძღვანელი (1988-1993)
  • საქართველოს დიზაინერთა კავშირი, წევრი (1988-)
  • ჰერალდიკის საერთაშორისო აკადემია, ასოცირებული წევრი (2017-)

Awards and Honors

  • 2022 - ღირსების ორდენი

Bibliography


Share: