Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკოლოზ აგლაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მუხლი, ამბროლაურის რაიონი. სწავლობდა თბილისში იტალიელი ოსტატის ანდრეოლეტის სახელოსნოში. მუშაობდა უფროს ძმებთან ერთად. შეისწავლა ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების ნიმუშები, დაეუფლა ქვის მხატვრულად დამუშავების ძნელ პროფესიას. მონაწილეობდა კულტურის ძეგლებისა და თანამედროვე არქიტექტურულ ნაგებობათა შეკეთება-აღდგენასა და მშენებლობაში. მხატვრულად გააფორმა ქაშვეთის ტაძრის, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის (ახლანდელი საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა), საქართველოს მთავრობის სახლის, ყოფილი მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის, ძველი კინოსტუდიის, რკინიგზის სამმართველოს შენობები, მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარი (სახურავი და კარნიზები), ვარციხის შამპანურის ქარხნის შენობა და სხვა. მუშობდა ირანში (1917). ქვის მხატვრულად დამუშავების ქართველი ოსტატი. წყარო: საქართველო:ენციკლოპედია:ტ.I.-თბ.,1997.-გვ.44
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |