შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ კიკვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქ. ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის სრული კურსი, ადგილობრივი ეკონომიკისა და მართვის სპეციალობით და მიენიჭა ეკონომისტის კვალიფიკაცია(მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებულის სტატუსი); 2006 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კოლეჯის სრული კურსი, სახელმწიფო და ადგილობრივი მართვის სპეციალობით და მიენიჭა სახელმწიფო მართვის ბაკალავრის ხარისხი; 2008 წელს ზურაბ ჟვანიას სახელობის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სახელმწიფო მართვის სამაგისტრო კურსი ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართულებით და მიენიჭა სახელმწიფოს მართვის მაგისტრის ხარისხი; 2016 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამა და მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2007-2012წწ. მუშაობდა საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნულ ასოციაციაში, მოწვეულ ტრენერად, სახელმწიფო მართვისა და საჯარო ფინანსების ადმინისტრირების კუთხით; 2008-2014წწ. მუშაობდა "კავკასიის ეკონოკურ და სოციალურ კვლევით ინსტიტუტში" ექსპერტ-ანალიტიკოსის პოზიციაზე, საჯარო ფინანსებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართულებით; 2010 წლიდან აქტიურად არის ჩართული სახელმწიფო შესყიდვების პროცესში, ატარებს ტრენინგებს, უწევს კონსულტაციებს, არის მოწვეული ექსპერტი და კონსულტანტი, როგორც შემსყიდველ ასევე მიმწოდებელ ორგანიზაციებში; 2014 წელს იყო ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მოწვეული ლექტორი სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით; 2014 წლიდან არის სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის, ონლაინ სწავლების კურსის მოწვეული ლექტორი საჯარო ფინანსებში; 2014 წლიდან დღემდე მუშაობს შპს "ჰერმესი"-ს დირექტორის პირველ მოადგილედ და ამასთან არის სახელმწიფო შესყიდვების სატენდერო კომისიის თავმჯდომარე; აქტიურად ეწევა სამეცნიერო მუშაობას, გამოქვეყნებული აქვს შრომები და მონაწილეობს სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციებში. ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |