Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ქეთევან სოკოლოვა-ქურდიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1929 წელს. მუშაობდა "საქსახპროექტში" და სხვა საპროექტო ინსტიტუტებში, სადაც გაიარა გზა რიგითი არქიტექტორიდან სახელოსნოს ხელმზღვანელობამდე. ძირითადი ნამუშევრები: საცხოვრებელი სახლი მეცნიერთათვის კ. გამსახურდიას პროსპექტზე (1955; ი. ჩხენკელთან ერთად); საცხოვრებელი სახლი ი. ჭავჭავაძის პროსპექტზე (N11); საცხოვრებელი სახლი ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩაზე; სასტუმრო "ინტურისტი" გორში; კოლხეთის დაბლობის რაიონული დაგეგმარება და სხვა. არქიტექტორ არჩილ ქურდიანის მეუღლე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. პირველი ქართველი არქიტექტორი ქალი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.835; ბათუმელები: ქეთევანი – ქალი არქიტექტორთა ოჯახის 125-წლიანი დინასტიიდან / თამარ ნეგრაძე; ყოჩაღი გოგოები საქართველოს წარსულიდან / მარიამ ჭანჭალეიშვილი, თამთა მელაშვილი.-თბ.,2020.-გვ.81 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |