The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ისიდორე (საქართველოს ეგზარქოსი)

ისიდორე
Legal name:იაკობ ნიკოლსკი
Date of birth:12 October, 1799
Date of death:19 August, 1892  (at 92 years)
Category:Religious leader

Biography

დაიბადა სასულიერო პირის ოჯახში. განათლება ტულის სასულიერო სემინარიაში მიიღო, სადაც სწავლის დამთავრების შემდეგ დატოვეს სამუშაოდ. მას მინიჭებული ჰქონდა დოქტორის წოდება. 1844 წლის 12 ნოემბერს დაინიშნა საქართველოს ეგზარქოსად. დიდ ყურადღებას უთმობდა  "ოსეთის სასულიერო კომისიის" საქმიანობას. მისი ინიციატივით 1851 წელს ხელახლა გაიხსნა საეკლესიო კათედრა აფხაზეთში, დაარსდა სასულირო სასწავლებელი ოზურგეთში. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ქალთა სასულიერო განათლებას. იყო ერთ-ერთი ინიციატორი კავკასიაში "მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების" შექმნისა. ხელს უწყობდა საეკლესიო-სამონასტრო მიწების ხაზინისათვის გადაცემას (სეკულარიზაცია). 1849 წელს მისი ინიციატივით შეიქმნა ბიბლიის ქართული თარგმანის შემსწორებელი პირველი კომიტეტი (მონაწილეობდა ისტორიკოსი პლატონ იოსელიანი). მან საქართველოში 13 წელი იმსახურა. 1858 წელს მას მიენიჭა მიტროპოლიტობა და გადაიყვანეს კიევში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 228


Share: