The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ისიდორე სამთავნელი

ისიდორე სამთავნელი
Other name:ეზდერიოს სამთავნელი
Date of birth:5??
Date of death:5??
Burial location:სამთავისის მონასტერი
Category:Religious leader

Biography

ღირსი ისიდორე (ეზდერიოს) სამთავნელი, ერთ-ერთი ცამეტ ასურელ მამათაგანი, საქართველოში VI საუკუნეში იოანე ზედაზნელთან ერთად ჩამოვიდა. ისიდორე თავიდან წმინდა იოანესთან და სხვა ძმებთან ერთად ზედაზნის მთაზე ცხოვრობდა, შემდგომ კი, როცა იოანე ზედაზნელმა თავისი მოწაფეები ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კურთხევით საქართველოს სხვადასხვა მხარეს გაუშვა სამოღვაწეოდ, წმინდა მამამ ქართლს მიაშურა. მდინარე ლეხურის მარცხენა ნაპირზე (კასპიდან 11 კმ-ზე) დამკვიდრდა და სოფელ ჭალის მახლობლად დააარსა მონასტერი. ისიდორე დაუღალავად იღვწოდა, ქადაგებდა მართლმადიდებლობას, ურწმუნოთ მოაქცევდა, უნუგეშოთ ნუგეშინისსცემდა, სნეულთ კურნავდა. ქართულ მატიანეს არ შემოუნახავს ისიდორე სამთავნელის სასწაულმოქმედი ღვაწლის ამსახველი ცნობები. ვიცით, რომ წმინდა მამა თავის მიერ აგებულ ტაძარში აღესრულა და აქვე "დაიდვა მრავალ მოღვაწე გვამი მისი". წმინდანი.

წყარო:ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ.228;

http://karibche.ambebi.ge/tsmindanebi/tsminda-mamani/1070-ghirsi



Share: