შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ისიდორე სამთავნელი![]()
ბიოგრაფიაღირსი ისიდორე (ეზდერიოს) სამთავნელი, ერთ-ერთი ცამეტ ასურელ მამათაგანი, საქართველოში VI საუკუნეში იოანე ზედაზნელთან ერთად ჩამოვიდა. ისიდორე თავიდან წმინდა იოანესთან და სხვა ძმებთან ერთად ზედაზნის მთაზე ცხოვრობდა, შემდგომ კი, როცა იოანე ზედაზნელმა თავისი მოწაფეები ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კურთხევით საქართველოს სხვადასხვა მხარეს გაუშვა სამოღვაწეოდ, წმინდა მამამ ქართლს მიაშურა. მდინარე ლეხურის მარცხენა ნაპირზე (კასპიდან 11 კმ-ზე) დამკვიდრდა და სოფელ ჭალის მახლობლად დააარსა მონასტერი. ისიდორე დაუღალავად იღვწოდა, ქადაგებდა მართლმადიდებლობას, ურწმუნოთ მოაქცევდა, უნუგეშოთ ნუგეშინისსცემდა, სნეულთ კურნავდა. ქართულ მატიანეს არ შემოუნახავს ისიდორე სამთავნელის სასწაულმოქმედი ღვაწლის ამსახველი ცნობები. ვიცით, რომ წმინდა მამა თავის მიერ აგებულ ტაძარში აღესრულა და აქვე "დაიდვა მრავალ მოღვაწე გვამი მისი". წმინდანი. წყარო:ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ.228; http://karibche.ambebi.ge/tsmindanebi/tsminda-mamani/1070-ghirsi
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |