შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი მანაგაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა სოხუმის სუბტროპიკული კულტურების საკავშირო ინსტიტუტი (1937). მას ეკუთვნის მოსკოვში სახალხო მეურნეობის მიღვაწეთა გამოფენაზე საქართველოს პავილიონის, ულიანოვსკში ქართული ბაღის, თბილისში სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის გამწვანების, ბიჭვინთის საკურორტო პარკის, რუსთავის, ბაკურიანის, კრწანისის პარკებისა და სხვა პროექტები; ჩეხოსლოვაკიის ქალაქ ოლომოიცში დეკორატიული მებაღეობის გამოფენაზე შექმნა "ქართული პარკი". ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობას. მხატვარ-დეკორატორი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.401; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია:georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.505 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |