Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გულო კაიკაციშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სამება, ქობულეთის რაიონი. იღვწოდა თურქეთის მფლობელობაში მოქცეული ქართული მიწების საქართველოსთან შეერთებისათვის. ახლო ურთიერთობა ჰქონდა ა. წერეთელთან, ს. მესხთან, გ. ყაზბეგთან, გ. გურიელთან და სხვებთან. სისტემატურად აქვეყნებდა კორესპონდენციებს ქართულ პრესაში. ეწეოდა ქართული ენის დაცვის და განმათავისუფლებელი იდეების პროპაგანდას ქობულეთის მხარეში. იბრძოდა მუჰაჯირობის წინააღმდეგ 1877—1878 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს. თურქთა დამარცხების შემდეგ ქობულეთის მხარის მოსახლეობის სახელით მიესალმა რუსეთის არმიისა და ქართული მილიციის სარდლობას. კაიკაციშვილი იუნკრად შევიდა ქობულეთის სახალხო მილიციის რაზმში და მალე ურიადნიკი გახდა. საზოგადო მოღვაწე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.-გვ. 320; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.484
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |