შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჰერტრუდა შმალცელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1934–1939წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში(ვოკალური). 1937 წლიდან იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდის სოლისტი; 1937 წელს მონაწილეობდა მოსკოვში გამართულ ქართული ხელოვნების დეკადაში; 1940–1963წწ. შეასრულა ლირიკულ–დრამატული საოპერო თითქმის ყველა პარტია; დებიუტი: იაროსლავნა(ბოროდინი "თავადი იგორი"), ვალენტინა(მეიერბერი "ჰუგენოტები"); 1963 წლიდან იყო თბილისის III მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი(ვოკალური); ქართული რეპერტუარი: ეთერი(ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი"), ნინო, ნესტანი(დ. არაყიშვილი "თქმულება შოთა რუსთაველზე"), მახრების მეფის ასული(ა. ბუკია "დაუპატიჟებელი სტუმრები"), დედა(ა. მაჭავარიანი "დედა და შვილი"), ტასო(შ. თაქთაქიშვილი "დეპუტატი"), მართა(ი. გოკიელი "პატარა კახი"), მაიკო(ა. შავერზაშვილი "მარინე"), ძიძია(შ. აზმაიფარაშვილი "ხევისბერი გოჩა"); სხვა რეპერტუარი: ნედა(ლეონკავალო "ჯამბაზები"), აიდა, დეზდემონა, ლეონორა(ვერდი "აიდა", "ოტელო", "ტრუბადური"), ტოსკა(პუჩინი "ტოსკა"), მიქაელა(ბიზე "კარმენი"), ტატიანა, ლიზა, მარია(ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი", "პიკის ქალი", "მაზეპა"), ნატაშა(დარგომიჟსკი "ალი"), თამარი(რუბინშტეინი "დემონი"), ვარვარა(დანკევიჩი "ბოგდან ხმელნიცკი"); საქართველოში მოღვაწე ჩეხი საოპერო მომღერალი, ლირიკულ–დრამატული სოპრანო. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 521 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |