შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარიუს შნაიდერი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ჰაგენაუ, გერმანია. 1924 წელს სწავლობდა ქ. სტრასბურგში გერმანულ ფილოლოგიას, ფორტეპიანოსა და კომპოზიციას, ამავე წელს პარიზის კონსერვატორიაში; 1927 წელს ქ. ბერლინის უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; ასწავლიდა ქ. კიოლნის უნივერსიტეტში; 1970 წლიდან იყო ქ. ამსტერდამის უნივერსიტეტში მიწვეული პროფესორი; მარიუს შნაიდერმა თავის ნაშრომში "მრავალხმიანობის ისტორია" ვრცელი ადგილი დაუთმო ქართულ ხალხურ სიმღერას; გერმანელი ეთნომუსიკოლოგი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 522
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |