შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ მამალაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1958 წელს. მუშაობდა გაზეთებში - "ვეჩერნი თბილისი", "ზარია ვოსტოკა" ლიტერატურულ მუშაკად; გაზეთ "მოლოდიოჟ გრუზიის" რედაქტორის მოადგილედ (1964-1969), საკავშირო გაზეთ "კომსომოლსკაია პრავდას" კორესპონდენტად საქართველოში (1969-1972); 1978-1985წწ. იყო საქინფორმის დირექტორი; 1985-1990წწ. მუშაობდა სსრკ საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწედ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგში; 1992 წლიდან ასრულებდა საქართველოს სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის, სახელმწიფო მეთაურის, პრეზიდენტის თანაშემწის მოვალეობას; 1994 წლიდან მოსკოვის გაზეთ "იზვესტიას" განყოფილების გამგე; 1998 წლიდან გაზეთ "ნოვიე იზვესტიას" პოლიტიკური მიმომხილველი; ავტორია რამდენიმე წიგნისა; სსრკ ჟურნალისტთა კავშირის, ჟურნალის - "დრუჟბა ნაროდოვ", "სმენა" - პრემიების ლაურეატი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.842-843; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.220 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |