შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლონგინოზ სუმბაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ვარდისუბანი, თელავის რაიონი. დაამთავრა საქართველოს საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტი 1932 წელს. ნამუშევრები: საცხოვრებელი სახლები თბილისში (1950-1958); გორში ხიდი მდინარე მტკვარზე (1952); ბამბეულის კომბინატის მუშათა დასახლება (1950-იანი წწ.); საცხოვრებელი სახლები სტალინის გამზირზე (1952); კულტურის სახლი (1975); დაგეგმარების გენერალური პროექტები: ბათუმის (1935), გორის (1938, 1949; ორივე ბ. ლორთქიფანიძესთან ერთად), რუსთავის (1968, ავტორთა ჯგუფთან ერთად), ქართული ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმი ღია ცის ქვეშ, განაშენიანების პროექტი (1970) და სხვა. სოციალური ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ნანა სუმბაძის მამა. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას (1932 წლიდან), პროფესორი (1972). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9-თბ., 1985.-გვ.604 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |