The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხა ავგაროზიშვილი

მიხა ავგაროზიშვილი
Date of birth:18??
Date of death:19??
Category:Singer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი გრემი, ყვარლის რაიონი.

გრემელი მიხა ავგაროზიშვილი გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში, როგორც ლევან ასაბაშვილი("დედას ლევანა"), ალექსი ელოშვილი("ოსტატი ალექსა") და სხვები, ისიც ხალხური სიმღერის ერთ-ერთი საუკეთესო მცოდნეთაგანი იყო; ცნობილმა მოღვაწემ ლადო აღნიაშვილმა ზემოხსენებულ და სხვა მომღერლებთან ერთად თბილისში წაიყვანა და მრავალი ხალხური სიმღერა ჩააწერინა მომღერალს და ლოტბარს იოსებ რატილს; კახელი მომღერლებისაგან ჩაწერილი სიმღერები დაედო საფუძვლად ლადო აღნიაშვილის გუნდს, რომელმაც ექვსი წლის განმავლობაში მრავალი კონცერტი მოაწყო როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც; 1927 წელს მწერალმა იოსებ მჭედლიშვილმა თბილისში რუსთაველის სახელობის თეატრში კახელი მომღერლების კონცერტი გამართა, სადაც მოხუცმა მიხა ავგაროზიშვილმა თავი ისახელა ხალხური სიმღერების ოსტატური შესრულებით და კომპოზიტორთა მოწონება დაიმსახურა; გულისხმიერი მოხუცი დაუზარებლად გადასცემდა ახალგაზრდებს თავის ცოდნასა და გამოცდილებას; მან მრავალი კარგი მომღერალი აღზარდა.

წყარო:qwelly.com


Share: