The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მელქისედეკ ნაკაშიძე

მელქისედეკ ნაკაშიძე
Date of birth:1858
Date of death:1934  (at 76 years)
Burial location:სოუქსუს სასაფლაო, ბათუმი
Category:Singer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

წარმოშობით თავადი იყო, მოწინავე იდეების მიმდევარი, სიმღერისთვის დაბადებული; განსაკუთრებული მუსიკალური სმენა და მახვილი მეხსიერება ახასიათებდა, ამით აიხსნება ხალხური და ეკლესიური სიმღერების ის სიმდიდრე, რომელიც მან დაგვიტოვა; უამრავი მოწაფე ჰყავდა; მისგან ბევრი რამ შეითვისეს და გაიგეს ისეთმა ნაყოფიერმა მომღერლებმა, როგორებიც იყვნენ ვარლამ სიმონიშვილი, სამსონ ჭანუყვაძე, ილიკო ხომერიკი, დიმიტრი პატარავა, არტემ ერქომაიშვილი; მელქისედეკ ნაკაშიძის ოჯახში ძალიან ხშირად იმართებოდა კონცერტები; აქ თავს იყრიდნენ გურიის წარჩინებული ადამიანები და სასულიერო წოდების მესვეურები; ამ თავყრილობის დროს ჯგუფურად სრულდებოდა საგალობლები და ხალხური სიმღერები; ამ თავისებურ ოჯახურ კონცერტებში მონაწილეობდნენ სტუმრებიც – ნესტორ კონტრიძე, ივანე(ნანე) ხავთასი; 1878-1882წწ. გურული საგალობლების გადასატანად საეკლესიო გალობის აღმდგენმა კომიტეტმა თბილისში მიიწვია გურული სიმღერა-გალობის შემსრულებელთა ტრიო მელქისედეკ ნაკაშიძის, ივანე ხავთასისა და ნესტორ კონტრიძის შემადგენლობით, ტრიოს მეთაური მელქისედეკი იყო; მათ მრავალი საგალობელი ჩაუწერინებიათ ნოტებზე, გარდა ამისა მათ დაავალეს სასულიერო სასწავლებელში სასულიერო მასწავლებლობა გაეწიათ, რაც მათ მონდომებით შეასრულეს; 1878 წელს დაინიშნა ქართული საეკლესიო გალობის მასწავლებლად სიონის საკათედრო ტაძართან; 1880 წელს საკუთარი თხოვნის საფუძველზე გადაიყვანეს ანჩისხატის მედავითნედ, საიდანაც 1882 წელს გადაიყვანეს ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში; 1882 წელს მელქისედეკ ნაკაშიძემ და ნესტორ კონტრიძემ ფილიმონ ქორიძესთან ერთად დაიწყეს ქართული საგალობლების გურული კილოს ნოტებზე გადატანა; 1889 წლიდან თბილისის სასულიერო სემინარიაში ასწავლიდა საეკლესიო გალობას; სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მელქისედეკ ნაკაშიძე ბათუმში ცხოვრობდა; ოთხმოცი წლის მოხუცს ბათუმელმა მშრომელებმა იუბილე გადაუხადეს; აღნიშნეს მისი ღვაწლი საერო და განსაკუთრებით საეკლესიო საგალობლების პოპულარიზაციის საქმეში; იგი სიცოცხლის ბოლო წუთამდე უზიარებდა ახალ თაობას თავის მდიდარ ცოდნას. მგალობელი, ლოტბარი.

Share: