Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მანუჩარ III ჯაყელი![]()
Biographyსამცხის ათაბაგი 1614-1625 წწ., მანუჩარ II-ის ძე. მამის ირანში ყოფნის დროს შაჰმა აბას I-მა მანუჩარ III სამცხე-საათაბაგოს გამგებლად სცნო. 1608 წელს ოსმალების მიერ ახალციხის ხელახლა დაპყრობის შემდეგ მანუჩარ III ქართლში გადავიდა. 1614 წ. მამის გარდაცვალების შემდეგ ტახტს დაეუფლა. იგი ცდილობდა შეეჩერებინა მესხ ფეოდალთა გამაჰმადიანების პროცესი, რითაც ოსმალთა უკმაყოფილება გამოიწვია. 1624 წელს არზრუმის ფაშამ მანუჩარ III-ის წინააღმდეგ ილაშქრა. მანუჩარი მცირე რაზმით ქართლში გადავიდა. აქ მონაწილეობა მიიღო მარაბდის ბრძოლაში სპარსელების წინააღმდეგ. ამის შემდეგ სულთანმა მანუჩარ III-ს ქრისტიანობის შენარჩუნებით ათაბაგობა დაუმტკიცა. სამშობლოში მიმავალი გზაში მოკლა ბიძამ - ბექამ ( საფარ-ფაშა). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.416; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.517
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |