Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თენგიზ სულაქველიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი 1979 წელს. თამაშობდა ქუთაისის "ტორპედოში"; 1978-1988წწ. იყო თბილისის "დინამოს" ნახევარმცველი; უმაღლეს ლიგაში ჩატარებული აქვს 279 მატჩი (21 გოლი), სსრკ ნაკრებში - 55 მატჩი (2 გოლი); 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე; სსრკ ჩემპიონი (1978); სსრკ თასის მფლობელი (1979); ზაფხულის XXII ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი (1980, მოსკოვი); მოიპოვა ევროპის ქვეყნების თასის მფლობელთა თასი (1980, 1981); სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1981); ევროპის ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1988). სსრკ 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში დასახელებულია ოთხჯერ; თბილისის "დინამოს" ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი ნახევარმცველი, გამოირჩეოდა დიდი შრომისუნარიანობით, მძლავრი და აქტიური თამაშით. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.843; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ. 121 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |