The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სერგო სურგულაძე

Date of birth:7 March, 1879
Date of death:10 July, 1923  (at 44 years)
Category:Public official, Politician

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ასკანა, ოზურგეთის რაიონი.

რევოლუციური მოძრაობის მონაწილე საქართველოში. ციმბირში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვებისათვის ბრძოლების ერთ-ერთი ორგანიზატორი. აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა გურიის გლეხობის რევოლუციურ გამოსვლებში (1905), შემდეგ სამტრედიის ბოლშევიკური ორგანიზაციის მუშაობაში. არაერთხელ იყო პატიმრობაში. 1917 წელს იბრძოდა სოციალისტური რევოლუციის გამარჯვებისათვის, ხოლო შემდეგ დაუღალავად იღვწოდა საბჭოთა ხელისუფლების განმტკიცებისათვის. სამოქალაქო ომის დროს პარტიზანული რაზმების ერთ-ერთი მეთაური იყო ციმბირში. 1919 მარტში პარტიზანული არმიის I ყრილობაზე აირჩიეს არმიის საბჭოს თავჯდომარედ, არჩეული იყო აგრეთვე სამხედრო სასამართლოს თავჯდომარედ. სამოქალაქო ომის შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე; მონაწილეობდა ციმბირში საბჭოთა ხელისუფლების პოლიტიკურ და სამეურნეო ღონისძიებათა გატარებაში. 1921 წლის მარტში საქართველოში დაბრუნდა. იყო თიანეთის მაზრის აღმასკომის პრეზიდიუმის თავჯდომარე, სადაც დაიღუპა კონტრრევოლუციური ბანდის წინააღმდეგ ბრძოლის დროს.

 წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9-თბ., 1985.-გვ.611 

Member of Organizations

  • კომპარტიის , წევრი (1906-)

Share: