Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეოფილე ლომთათიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მეწიეთია, ჩოხატაურის რაიონი. სწავლა–განათლება არ მიუღია, ბავშვობიდანვე იყო სიმღერით გატაცებული; კარგი სმენა და წვრილი ხმა განაპირობებდა კრიმანჭულის მისეულ სხარტ შესრულებას; სხვადასხვა ქალაქებსა და ნავსადგურებში ხანგრძლივად იმუშავა; შემდეგ ნოვოროსიისკში მუშათა არტელის მესვეურობა დაავალეს; 1919-1924წწ. ისევ სოფელში დაბრუნდა და მეურნეობას ეწეოდა; მომდევნო წლიდან თბილისში ჩამოვიდა და რკინიგზის სატვირთო სადგურში დაიწყო მუშაობა; კრიმანჭულს არასდროს ივიწყებდა; ამ ხნის განმავლობაში მღეროდა მუშათა სხვადასხვა წრეებში და ახალბედებს ასწავლიდა; მას კირილე პაჭკორიამ მიაგნო და ძუკუ ლოლუას სახელობის გუნდში მიიწვია სოლისტ-მომღერლად, სადაც კეთილსინდისიერად მუშაობდა; ამის შემდეგ დიდ ანსამბლში გადაიყვანეს; მონაწილეობდა ქართული ხელოვნების I საკავშირო დეკადაზე, მანამდეც და შემდგომშიც საქართველოსა და მოძმე რესპუბლიკებში მრავლად გამართულ კონცერტებში; 1935 წელს მოსკოვის სიახლოვეს, აგარაკ გორკაში, მათთვის გამართულ კონცერტზე რომენ როლანმა და მაქსიმ გორკიმ მოისმინეს თეოფილე ლომთათიძის მიერ შესრულებული ვირტუოზული კრიმანჭულის სამნაირი ვარიანტი და უზომო აღტაცება გამოთქვეს; ის იყო ჩუმი, თავმდაბალი, "ანსამბლის სინდისს" ეძახდნენ, სიტყვაძვირი ადამიანი ყველას აოცებდა თავისი მახვილგონიერებით; ახალ თაობას მონდომებით ასწავლიდა ხალხურ სიმღერას; თვითნასწავლი მომღერალი.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |