The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე სუხიაშვილი

კონსტანტინე სუხიაშვილი
დაბადების თარიღი:5 მაისი, 1902
გარდაცვ. თარიღი:3 მაისი, 1955  (52 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი საწაბლე, ზესტაფონის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია 1918 წელს; ლენინგრადის უმაღლესი სამხედრო-საზღვავო სასწავლებელი 1925 წელს; გენშტაბის აკადემია 1955 წელს.

1941-1945წწ. დიდ სამამულო ომში იბრძოდა მოსკოვის მისადგომებთან, თავი გამოიჩინა ვორონეჟისა და როსტოვის განთავისუფლებისათვის ბრძოლებში. 1944 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა საზღვრების ბაზების აღდგენაში. კონტრ-ადმირალი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, კასპიის უმაღლესი სამხედრო საზღვაო სასწავლებლის უფროსი, 77-ე მეზღვაურთა ბრიგადის მეთაური, პორტკალა-უდის სამხედრო საზღვაო ბაზის მეთაური (1945-1951). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. 

 წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9-თბ., 1985.-გვ.616; http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/98932

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • წითელი დროშის ორდენი (2 ორდენი)

გააზიარე: