The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვანო მჭედლიშვილი

ვანო მჭედლიშვილი
ოფიციალური სახელი:ივანე მჭედლიშვილი
დაბადების თარიღი:1903
გარდაცვ. თარიღი:1970  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კაკაბეთი, საგარეჯოს რაიონი.

1923-1924წწ. კაკაბეთში ჩამოაყალიბა ახალგაზრდა მომღერალთა ანსამბლი და სწორედ აქედან დაიწყო მისი, როგორც ლოტბარის, ბიოგრაფია; სიმღერით გატაცება და მახვილი სმენა ხელს უწყობდა დასავლეთ საქართველოს, კერძოდ კი, გურული რთული სიმღერების შეთვისებაში; ამ მხრივ იგი მართლაც უნიკუმი იყო, ამიტომაც ბავშვობაშივე ჰყავდა მომღერალთა გუნდი; 1929 წელს საქართველოს მეორე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე ვ. მჭედლიშვილი უკვე თავისი გუნდით წარსდგა და ჟიურის საუკეთესო შეფასება დაიმსახურა; 1930 წელს მიხო ჯიღაურთან ერთად იმოგზაურა მოსკოვ-ლენინგრადში და ფირფიტაზე ჩაწერა რამდენიმე სიმღერა; 1940 წლიდან გადაყვანილ იქნა საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში და სწორედ აქ გამოჩნდა მისი, როგორც ლოტბარის, არაჩვეულებრივი ნიჭი; მეშვიდე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე წარსდგა მცხეთის კულტურის სახლთან არსებული ანსამბლით, აქვე გამოიყვანა საგარეჯოს კულტურის სახლის ანსამბლი; 1954 წლის მერვე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე მცხეთის, საგარეჯოსა და კაჭრეთის სარაიონო გუნდებს ხელმძღვანელობდა; მან პირველად ააჟღერა მთელი რიგი ქართლ-კახური სიმღერებისა, რომლებიც დღემდეა რეპერტუარში; აღსანიშნავია მისი, როგორც სიმღერების შემკრებისა და აღმდგენელის მოღვაწეობა; ფეხით აქვს შემოვლილი ქართლ-კახეთის სოფლები; არ დატოვა არც ერთი სიმღერის მცოდნე, რომლისგანაც სიმღერები არ შეესწავლოს, აღსანიშნავია, რომ მას პროფესიულ-მუსიკალური განათლება არ ჰქონდა მიღებული, ამიტომ ზეპირად უხდებოდა სიმღერის შესწავლა და ასევე ზეპირად გადასცემდა სხვას; მან დაკარგვას გადაარჩინა "ჩაკრულო", "გარეკახური მრავალჟამიერი", "შემოძახილი", "ტურფანი სხედან ჩარდახსა", "შენ, ბიჭო, ანაგურელო"; აღსანიშნავია, რომ ბევრი სიმღერა, პირადად მის მიერ არის დამუშავებული, მაგალითად: "კალოსპირული", "წინწყარო", "არხალალო"; სიმღერების შეკრება-აღდგენისა და დამუშავების გარდა ეწეოდა დიდ პედაგოგიურ მოღვაწეობას; სიმღერებს ასწავლიდა ბავშვებს, ხელმძღვანელობდა გუნდებს; აღზარდა მთელი პლეადა მომღერლებისა - საკმარისია დავასახელოთ ჰამლეტ გონაშვილი, რომლის, როგორც მომღერლის, ჩამოყალიბებაში ვანო მჭედლიშვილს დიდი წვლილი მიუძღვის; ლოტბარი.

წყარო: http://chanting.ge/?page_id=7

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1951 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"

გააზიარე: