შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლადო სუხიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მამკოდა, თბილისის მაზრა, მცხეთის რაიონი. რევოლუციური მოძრაობის მონაწილე საქართველოში. არალეგალურ რევოლუციურ მოღვაწეობაში ჩაება თბილისში, საზეინკლო სახელოსნოში მუშაობისას. 1905-1907წწ. რევოლუციის დროს აქტიურად მონაწილეობდა თბილისის მუშათა პოლიტიკურ გაფიცვებსა და რევოლუციურ გამოსვლებში. არაერთხელ იყო პატიმრობასა და გადასახლებაში. 1913 წელს ბოლშევიკების თბილისის საქალაქო კომიტეტის წევრად აირჩიეს, 1917 წელს აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს მენშევიკური ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში. 1918 წელს იყო დუშეთის მაზრის გლეხთა აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი, პარტიის დუშეთის სამაზრო კომიტეტის მდივანი. 1920 წლიდან თბილისის ბოლშევიკური ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1930 წელს აირჩიეს საქართველოს კპ (ბ) ცკ-ის პირველ მდივნად; 1931 წელს საქართველოს სახკომსაბჭოს თავჯდომარე იყო. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9-თბ., 1985.-გვ.616 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |