The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ასტამურ მარღანია

ასტამურ მარღანია
დაბადების თარიღი:1905
გარდაცვ. თარიღი:1968  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი, პედაგოგი, ფოლკლორისტი

ბიოგრაფია

ცამეტი წლისა არც კი იყო, როცა ლოტბარ ივანე ლაკერბაისთან დაიწყო გუნდში მუშაობა, ხოლო 1926 წლიდან დამოუკიდებლად ხელმძღვანელობდა გუნდს; სოფელ ჯგერდის გუნდს ის კარგა ხანს უძღვებოდა; ხანდაზმული მომღერლებისაგან სწავლობდა სიმღერებს და შემდეგ გუნდში გადაჰქონდა; 1926 წლიდან ჯერ სკოლებში მასწავლებლობდა, ხოლო შემდეგ კარგა ხანს რაიონული განათლების განყოფილების გამგედ მუშაობდა; ნაყოფიერი და  წარჩინებული შრომისათვის მედლები ჰქონდა მიღებული; 1928 წლიდან იყო ოჩამჩირის მუშათა კლუბის მომღერალთა გუნდის ხელმძღვანელი, ხოლო შემდეგ სათავეში ჩაუდგა ოჩამჩირის სიმღერისა და ცეკვის რაიონულ ანსამბლს; რაიგანათლების განყოფილების გამგე ანსამბლში სამუშაოდ დროს პოულობდა, მრავალი აფხაზური, სვანური, მეგრული და ჩვენი ქვეყნის სხვა კუთხეების ხალხური სიმღერები შეასწავლა ანსამბლს; 1953-1954წწ. ტყვარჩელის მუშათა გუნდის ხელმძღვანელი, ხოლო 1954 წლიდან იყო სოხუმში აფხაზეთის სახელმწიფო ფილარმონიის მესვეური; ბოლო წლებში განსაკუთრებული მონდომებით უძღვებოდა ახლად ჩამოყალიბებული სოხუმის საოპერეტო თეატრის საქმიანობას; ლოტბარი.

 წყარო: http://chanting.ge/?page_id=7

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1939 - საპატიო ნიშნის ორდენი
  • აფხაზეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: