შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აკაკი ხარებავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხობი. ოცი წლის ასაკში, სიმღერების ოსტატის რემა შელეგიას გუნდის მომღერალი გახდა; ორი წელი ხობის გუნდში მუშაობამ დიდი გამოცდილება შესძინა, ლოტბარობაც ისწავლა და ინგირის სახერხ ქარხანაში ჩამოაყალიბა მომღერალთა გუნდი, რომელსაც ორი წელიწადი ხელმძღვანელობდა; 1932 წელს გუნდმა თავი გამოიჩინა ზუგდიდში გამართულ სარაიონთაშორისო ოლიმპიადაზე; 1933-1937წწ. იყო გაგრის რაიონის მომღერალთა გუნდის ლოტბარი; სოხუმში გამართულ მომღერალთა გუნდების დათვალიერებაზე გაგრის რაიონის გუნდი პირველ ადგილზე გავიდა; 1938 წელს გალის რაიონული ეთნოგრაფიული გუნდის ხელმძღვანელობა მას დაეკისრა; ადრე ამ გუნდს კიწი გეგეჭკორი უძღვებოდა (გუნდში მღეროდა 115 წლის ლუკა შარია); თბილისში მეექვსე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე გალი კარგი მაჩვენებლებით წარსდგა; აკაკი ხარებავა ორჯერ იქნა მივლინებული საკლუბო დაწესებულებათა გუნდების ხელმძღვანელების გადასამზადებელ კურსებზე თბილისში; 1955–1958წწ. ზუგდიდის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს, სოფელ რუხში საკოლმეურნეო გუნდს, პარალელურად რუხის საშუალო სკოლის სიმღერის წრეს ხელმძღვანელობდა; მაყურებლები გულთბილად ხვდებოდნენ რუხის ანსამბლის მიერ შესრულებულ სიმღერებსა და ცეკვებს; ბოლო, მეცხრე ოლიმპიადაზე, კვლავ გაიელვა აკაკი ხარებავას ნიჭმა და მონდომებამ; ლოტბარი. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |