The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სიმონ სხირტლაძე

სიმონ სხირტლაძე
Date of birth:1912
Date of death:1974  (at 62 years)
Category:Writer, Educator

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი 1936 წელს.

1937 წლიდან დაიწყო პედაგოგიური მორვაწეობა, ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ქორეოგრაფიულ სასწავლებელში და სხვადასხვა საშუალო სკოლაში; 1940 წლიდან დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა; რესპუბლიკურ ჟურნალ-გაზეთებში ("ლიტერატურული საქართველო", "მნათობი", "სახალხო განათლება", "დროშა", "დილა", "პიონერი", "საბჭოთა ხელოვნება" და სხვა) სისტემატურად აქვეყნებდა წერილებს ქართული მწერლობის ისტორიიდან (ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ი. გოგებაშვილის, სულხან-საბა ორბელიანის, ვაჟა-ფშაველას, გ. ტაბიძის, გ. ქიქოძის და სხვათა შესახებ) და პედაგოგიკის საკითხებზე; გამოქვეყნებული აქვს წიგნები: "გადანახული საგანძურიდან" (1965), "შენი მეგობრების ქალაქი" (1966, თანაავტორი ვ. ჯოხაძე), "წერილები ქართულ ლიტერატურაზე" (1977); თბილისში არის სიმონ სხირტლაძის ქუჩა; საზოგადო მოღვაწე.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.848

Awards and Honors

  • 1963 - საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი

Bibliography


Share: