The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



პავლე მარდალეიშვილი

პავლე მარდალეიშვილი
Date of birth:1 November, 1884
Date of death:10 March, 1921  (at 36 years)
Category:Political Leader

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი მაღლაკი, ქუთაისის მაზრა.

1905 წლიდან მონაწილეობდა ხონის ბოლშევიკური ორგანიზაციის მუშაობაში. რეაქციის წლებში პარტიულ დავალებებს ასრულებდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. იგი არაერთხელ ყოფილა დაპატიმრებული და გადასახლებული. 1917 წლის თებერვლის რევოლუციამ შლისელბურგის ციხეში მიუსწრო. 1917 წლის გაზაფხულზე საქართველოში დაბრუნდა და განაგრძო რევოლუციური მოღვაწეობა. 1919 წლის 13 სექტემბერს ა. ელბაქიძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო თეთრგვარდიელ გენერალ ნ. ბარათოვზე თავდასხმაში, რისთვისაც დააპატიმრეს. 1920 წლის 14 მაისს გაათავისუფლეს, ივლისში კვლავ დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს, საიდანაც შემდეგ ქუთაისის ციხეში გადაიყვანეს. 1921 წლის 10 მარტს ყოფილი მენშევიკური მთავრობა ქუთაისიდან ბათუმში გაიქცა. წასვლისას იგი და მისი მეგობარი ნ. ივანოვი საშინლად აწამეს და ქუთაისის მახლობლად ტყეში დაწვეს. რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე საქართველოში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.430; საზოგადოებრივი არქივი: archive.ge

Member of Organizations

  • კომუნისტური პარტია, წევრი (1905-)

Awards and Honors

  • წითელი დროშის ორდენი (სიკვდილის შემდგომ)

Share: