შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ზირაქაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ზეგანი, ახლანდელი ბაღდათის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი სასარგებლო ნამარხთა საბადოების გეოლოგიისა და დაზვერვის სპეციალობით 1949 წელს. სამუშაოდ გაანაწილეს სსრკ-ს უკიდურეს ჩრდილოეთში, იაკუტიის ავტონომიურ რესპუბლიკაში გეოლოგად. 1955 წელს დანიშნეს გეოლოგიურ-საძიებო ექსპედიციის უფროსად. იაკუტიის ავტონომიურ რესპუბლიკაში იმუშავა 11 წელი. შექმნა მნიშვნელოვანი გეოლოგიური ნაშრომები ვერხოიანსკის ნაოჭა სისტემის გეოლოგიურ აგებულებაზე და აღმოაჩინა რამდენიმე ოქროს და პოლიმეტალური საბადო. 1960 წელს დაბრუნდა საქართველოში და მუშაობა დაიწყო ტრესტ "საქნავთობის" სისტემაში თავდაპირველად აგეგმვითი, შემდეგ - თემატური პარტიის უფროსის თანამდებობაზე. მისი კვლევის სფერო იყო დასავლეთ საქართველო, მისი გეოლოგიური აგებულება და ნავთობგაზიანობის პერსპექტივები. გურიის მთისწინა ქვიშაქვიანი ჰორიზონტების ბურღვის შედეგად დადასტურდა ნავთობის საბადოს არსებობა, რომელსაც მიხეილ ზირაქაძემ შრომისუბან-წყალწმინდის ნავთობის საბადო უწოდა. 1995–1998წწ. პარალელურად პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ნავთობისა და გაზის საბადოთა ძებნა-ძიების კათედრაზე. გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1985), პროფესორი (1988). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.371; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.136-137 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |