Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მამია ზოდელავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1972 წელს. 1976–1988 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტისა და თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის კათედრებზე. 1988–2006 წლებში იყო ჰემატოლოგიის და ტრანფუზიოლოგიის კათედრის გამგე, პროფესორი; 2001 წლიდან სახელმწიფო სარეზიდენტურო პროგრამის(სპეციალობა-ჰემატოლოგია) დირექტორი, ამავე წლიდან-ჰემატოლოგიისა და ქიმიოთერაპიის კლინიკა "ჰემას" დირექტორი, 2006 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიის და ჰემატოლოგიის დეპარტამენტის ონკოჰემატოლოგიის მიმართულების სრული პროფესორი. მამია ზოდელავას კვლევის ძირითადი სფეროა: მწვავე ლეიკემიების ქიმიოთერაპიისადმი რეზისტენტობის პროგნოზირება და დაძლევის პრინციპების შემუშავება. არის მრავალი სამეცნიერო შრომის, მათ შორის 1 მონოგრაფიისა და 1 გამოგონების ავტორი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1987), პროფესორი (1990). ჰემატოლოგი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.374 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |