Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნუგზარ ზოიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტი 1958 წელს. 1958 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1984–1998 წლებში იყო ამავე ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგე და დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. მონაწილეობდა ხუთენოვანი (ქართ.-რუს.-ინგლ.-გერმ.-ფრანგ.) მეტალურგიული ტერმინოლოგიური ლექსიკონის გამოცემაში (მოსკოვი, 1988). ინგლისურიდან რუსულად თარგმნა "რკინის მეტალოგრაფია" (სამტომეულის II ტომი, მოსკოვი, 1972). 1982 წლიდან პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეტალურგიის ფაკულტეტზე. მისი კვლევის მიმართულებებია: ფაზური გარდაქმნების თერმოდინამიკა და კინეტიკა; ლითონური შენადნობების თერმული და თერმომექანიკური დამუშავება; მაღალი მექანიკური თვისებების მქონე ფოლადების მიღება; ფხვნილთა მეტალურგია და კომპოზიტური მასალები. მიღებული აქვს მრავალი საავტორო მოწმობა და პატენტი. ინჟინერ-მეტალურგი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი (1996). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.375; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.191
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |