The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე სხირტლაძე

ივანე სხირტლაძე
დაბადების თარიღი:22 ივნისი, 1894
გარდაცვ. თარიღი:11 მარტი, 1948  (53 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მრავალძალი, ონის რაიონი.

დაამთავრა როსტოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1923 წელს.

1923-1924წწ. მუშაობდა ქ. როსტოვის ფსიქიატრიულ კლინიკაში ა. იუშჩენკოსთან. ხელმძღვანელობდა ნოვოჩერკასკის (1924-1926), სურამისა (1927-1928) და ქუთაისის (1928 წლიდან) ფსიქიატრიულ საავადმყოფოებს. მისი თაოსნობით ქუთაისში დაარსდა ფსიქო-ნერვოლოგიური დისპანსერი (1933) და ფსიქიატრიული კოლონია ბავშვთა განყოფილებით (1935). დიდი ღვაწლი მიუძღვის აგრეთვე ქუთაისის სამეუანო-საფერშლო სკოლისა და ფსიქიატრიული დისპანსერის დაარსებაში. ფსიქიატრი, დასავლეთ საქართველოს ფსიქიატრიული დახმარების ქსელის ერთ-ერთი ფუძებდებელი.

 წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9-თბ., 1985.-გვ.631; კომპანია "ავერსი": aversi.ge


გააზიარე: