შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ შჩერბაჩოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ვარშავა. დაამთავრა პეტერბურგის კონსერვატორია 1914 წელს(საკომპოზიციო). 1906–1910წწ. სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ და ისტორიულ–ფილოლოგიურ ფაკულტეტებზე. 1912–1914წწ. იყო პეტერბურგის კონსერვატორიის პედაგოგი(სავალდებულო ფორტეპიანო); 1914–1917წწ. მსახურობდა ჯარში, 1918–1922წწ. წითელ არმიაში; 1918–1920წწ. იყო პეტროგრადის თეატრის მუსიკალური ნაწილის გამგე; 1920–1930წწ. ნარკომპროს მუსიკალური განყოფილების გამგე; 1921–1925წწ. პეტერბურგის ხელოვნების ინსტიტუტის მეცნიერ მუშაკი; 1923–1931წწ. და 1944–1948წწ. ლენინგრადის კონსერვატორიის პედაგოგი(კომპოზიცია), 1923 წლიდან პროფესორი; 1931–1932წწ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი; ქართველი მოწაფეები: რ. გაბიჩვაძე, ი. გოკიელი, გრ. კილაძე, ი. ტუსკია, თ. შავერზაშვილი, ვ. ცაგარეიშვილი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 525
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |