შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დიმიტრი ტაბიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხონი, წულუკიძის რაიონი, ახლანდელი ხონის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიის ფაკულტეტი 1925 წელს. 1930-1932 წწ. სწავლობდა მემცენარეობის საკავშირო ინსტიტუტის ასპირანტურაში (ქ. ლენინგრადი ახლანდელი პეტერბურგი); 1935-1944 წწ. თელავის მევენახეობის და მეღვინეობის საკავშირო ინსტიტუტის, ხოლო შემდეგ საქართველოს მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის სელექციის განყოფილების გამგე იყო, 1944-1946წწ. ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში, 1944 წლიდან იგი საბჭოთა კავშირის კვების მრეწველობის სამინისტროსთან არსებული ვენტრალური ამპელოგრაფიული კომისიის წევრია, ხოლო 1946-1956წწ. სელექციისა და ამპელოგრაფიის განყოფილების გამგე; 1956 წლიდან გარდაცვალებამდე საქართველოს მებაღეობის, მევენახეობის და მეღვინეობის ინსტიტუტის ვაზის სელექცია ჯიშთმცოდნეობის განყოფილების გამგე. იკვლევდა ვაზის ჯიშების სელექციური მეთოდებით გაუმჯობესების საკითხებს. გამოიყვანა ჰიბრიდული ვაზის ჯიშები. დაასაბუთა საქართველოში ვაზის გავრცელება ვერტიკალური ზონალობის მიხედვით. არის 200 სამეცნიერო შრომის ავტორი, აღწერა კახეთის ვაზის ჯიშები, გამოყვანილი აქვს ვაზის ახალი ჯიშები: ქართული საადრეო, სახალხო თეთრი და სხვა. ქართველი საბჭოთა აგრონომ-მევენახე, "საბჭოთა კავშირის ამპელოგრაფიის" ნაშრომის გამოცემის რედკოლეგიის სამეცნიერო კონსულტანტი (1940), ხოლო 1951 წლიდან მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი. მისი ძირითადი ნაშრომებია: ვაზის ჯიშები საბჭოთა შამპანურისათვის (1941), საქართველოს ვაზის ჯიშები (ტომი II - კახეთის ჯიშები, 1954), Продвижение промышленной културы винограда в новые горные районы Грузинской СССР (1957), 1960 წელს აკად. ნ. კეცხოველთან და მ. რამიშვილთან ერთად გამოსცა ნაშრომი "საქართველოს ამპელოგრაფია". სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1956), პროფესორი (1957). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9-თბ., 1985.-გვ.635 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |