The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ ტაბიძე

ნოდარ ტაბიძე
დაბადების თარიღი:19 მარტი, 1931
გარდაცვ. თარიღი:17 სექტემბერი, 2016  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1954 წელს.

1959 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის კათედრაზე; 1979 წლიდან ხელმძღვანელობდა პრესის თეორიისა და პრაქტიკის კათედრას; 1982-1999წწ. იყო ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანი; რამდენიმე ჟურნალისა და გაზეთის სარედაქციო კოლეგიის წევრი; მრავალი მეცნიერული ნაშრომის (აქედან 14 წიგნია, მათ შორის: "გალაკტიონი - შემოქმედებითი ლაბორატორია", თბ., 1993; "გალაკტიონი - რედაქტორი და გამომცემელი", თბ., 1997) და პუბლიცისტური სტატიის ავტორი; გ. ტაბიძის ძმისწული და მისი შემოქმედების მკვლევარი; ლიტერატურათმცოდნე, ჟურნალისტიკის ისტორიკოსი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1975). 

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.850; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.118

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ეგრისის სამეცნიერო აკადემია, წევრი (1995-)
  • ჟურნალისტთა ფედერაციის გამგეობა, წევრი
  • საქართველოს ლიტერატურათმცოდნეობის აკადემია, დამფუძნებელი წევრი, ვიცე-პრეზიდენტი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2010 - პრემია "საგურამო"
  • 1997 - ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია
  • 1996 - სერგეი მესხის სახელობის პრემია
  • 1989 - საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის პრემია
  • გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: