შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ტარასაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ველისციხე, გურჯაანის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიის ფაკულტეტი 1927 წელს. 1951-1970წწ. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ნიადაგმცოდნეობის კათედრის პროფესორი იყო, შემდეგ მეცნიერ-კონსულტანტი. შეისწავლა კახეთის რაიონების ნიადაგები. გამოიკვლია საქართველოს მაღალმთიანეთის ალპური და სუბალპური ზონების ნიადაგები. საფუძველი ჩაუყარა მთა-მდელოს ნიადაგების სისტემატიკასა და გენეზისის შესწავლას, შექმნა შრომები ტყის ყომრალი ნიადაგების შესახებ და სხვა. ეკუთვნის სახელმძღვანელოები და ნაშრომები: "ნიადაგთმცოდნეობის შემოკლებული კურსი" (1935), "ნიადაგთმცოდნეობა" (1965), "აღმოსავლეთ საქართველოს მთა-ტყისა და მთა-მდელოს ნიადაგები" (1956) და სხვა. ნიადაგთმცოდნე, სოფლის მეურნეობის დოქტორი და პროფესორი (1951). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9-თბ., 1985.-გვ.659 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |