Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზვიად მარუშიანი![]()
Biographyდასავლეთ საქართველოს დიდი ფეოდალი, X-XI საუკუნეების მიჯნაზე, ბაგრატ III-ის მოხელე. თრიალეთის ერისთავი X საუკუნის 80-იან წლებში. დაახლოებით 988 წელს მეფემ კლდეკარი ჩამოართვა რატი ბაღვაშს და თრიალეთის ერისთავად დანიშნა ზვიად მარუშიანი, რასაც გვამცნობს ლივადის ეკლესიის წარწერა). 1104 წელს მარუშიანმა ფანასკერტიდან (ტაო) ბედიაში გადაასვენა ბაგრატ III-ის ცხედარი. 1020-იან წლებში, ბიზანტიასთან ომის დროს, მარუშიანი სარდლობდა ქართველთა მეწინავე ლაშქარს. დროის მოგების მიზნით გიორგი I-მა მას დაავალა ბიზანტიელებთან საზავო მოლაპარაკების გამართვა. ზვიად ერისთავი მოხსენიებულია ზარზმის ხატის განმაახლებლის წარწერაში (რომელსაც გიორგი ჩუბინაშვილი XI-საუკუნით ათარიღებს). მეწინავე სარდლის ლაშქრობა (მეწინავეობა მესხებს ჰქონდათ საქართველოს ლაშქარში) და ზარზმის ხატის წარწერაში მოხსენიება საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ მარუშიანი იყო სამცხის ერისთავიც. შემდეგ მას გიორგი I-თან უსიამოვნება მოსვლია, რის გამოც მეფეს იგი შეუპყრია (ამას გვამცნობს გომარეთის წარწერა). შესაძლოა, სწორედ ამის შემდეგ დაბრუნდნენ ბაღვაშები თრიალეთში. სავარაუდოა, რომ მარუშიანი იყო შვილიშვილი ჯავახეთის ერისთავის ზვიად მარუშიანისა და შვილი ჯავახეთის ერისთავის ვაჩესი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.463; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.558
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |