The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსი ტურიაშვილი

ალექსი ტურიაშვილი
Legal name:ალექსანდრე ტურიაშვილი
Date of birth:5 September, 1917
Date of death:1989  (at 71 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ლაგოდეხი.

დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1941 წელს.

1941 წლიდან მუშაობს შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მსახიობად, სადაც ბრწყინვალედ ითამაშა სარქის ბუღდანიჩის როლი გ. ერისთავის პიესაში "დავა"; 1943-1963წწ. და 1973-1989წწ. მოღვაწეობდა თბილისის ვ. აბაშიძის სახ. მუსიკალური კომედიის თეატრის სცენაზე; იყო ამ თეატრის ერთ-ერთი წამყვანი, მკაფიო ინდივიდუალობის მქონე, მკვეთრად სახასიათო მსახიობი; დიდი პოპულარობით სარგებლობდა როგორც კომიკური როლების ბრწყინვალე შემსრულებელი; თავისი მოღვაწეობით ფუძემდებელი როლი შეასრულა თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრის ფორმირებაში; ამ თეატრის სცენაზე მრავალი შესანიშნავი სახე შექმნა, რომელთაგან აღსანიშნავია: ავეტიკა (შ. აზმაიფარაშვილის "მზის დაბნელება საქართველოში"), ნიკა (შ. მილორავას "სამი უფროსის მსახური"), არშაკა (ა. აივაზიანის "გვიან და ბედნიერად"), ტრიფონი (ნ. გუდიაშვილის "ვახშამზე") და სხვა. 1963-1973წწ. მოღვაწეობდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში; ქართული ესტრადის ცნობილი მსახიობი.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.857; ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო -თბ., - 1992 - გვ.98

Awards and Honors

  • 1950 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: