The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ ზოსიძე

რევაზ ზოსიძე
დაბადების თარიღი:5 აგვისტო, 1940  (83 წლის)
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჯაბნიძეები, შუახევის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტიტი 1967 წელს.

1967–1977 წლებში მუშაობდა ამავე ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე: 1985–2006 წლებში იყო ბიოლოგია-ქიმიის ფაკულტეტის დეკანი, ადამიანის ანატომია-ჰიგიენის კათედრის გამგე, 2006 წლიდან ამავე უნივერსიტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის სრული პროფესორი. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მათ შორის ერთი მონოგრაფიისა-"აჭარის იშვიათი და გადაშენების გზაზე მდგარი ცხოველები". ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2000). ემერიტუსი (2010).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.388;  წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.234

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი

გააზიარე: