The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოთარ ტყეშელაშვილი

ოთარ ტყეშელაშვილი
Date of birth:1925  (100 years)
Category:Archaeologist

Biography

თბილისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის გამგე; 1954-1975წწ. დირექტორი; 1977 წლიდან ი. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; მისი კვლევა ძირითადად თბილისისა და მისი მიდამოების წარსულის შესწავლასთან არის დაკავშირებული; 1956-1957წწ. ხელმძღვანელობდა არქეოლოგიურ გათხრებს ერეკლე მეორის მოედანზე (ი. გრძელიშვილთან ერთად), 1966 წელს - გათხრებს თბილისის დედაციხეზე (გ. ლომთათიზესთან ერთად); მოაწყო რამდენიმე თემატური გამოფენა (მ.შ. თბილისის ისტორიაზე) როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ; ძირითადი შრომები ფეოდალური ხანის თბილისის მატერიალური კულტურის ძეგლებს ეხება; გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები, მათ შორის "თბილისის მატერიალური კულტურის ძეგლები" (თბ., 1961, თანაავტორებთან ერთად); ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი (1958).

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.858

Awards and Honors

  • 1968 - საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი

Bibliography


Share: