Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე კალანდაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ხიდისთავი, ჩოხატაურის რაიონი. მუშაობდა ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტინტუტში 1937-1941 წლებში, 1939 წლიდან საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, შემდეგ ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში ჯერ უფროს მეცნიერ-მუშაკად და შემდეგ ქვის ხანის აექეოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელად. ა. კალანდაძე მონაწილეობდა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აფხაზეთის ექსპედიციის მუშაობაში (1936 წელს), ხელმძღვანელობდა არქეოლოგიურ გათხრებს მცხეთაში (1937-1941 წწ., 1946-1976 წწ.), სოხუმში (1951-1953 წწ.), წონაში (1963-1972 წწ.) და სხვ. გამოიკვლია და შეისწავლა ძველი ქალაქები, საქალაქო ცხოვრება და მდაბიოთა საცხოვრებელი სახლები სამთავროსა და ნარეკვავზე. მის სახელს უკავშირდება ქვის ხანის ნამოსახლართა სისტემური კვლევა და სხვ. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1970 წ.), პროფესორი (1971 წ). ა. კალანდაძის ნაშრომები დაბეჭდილია სამეცნიერო ჟურნალებსა და კრებულებში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 326; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. - გვ. 486-487 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |