The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე კალანდაძე

ალექსანდრე კალანდაძე
Date of birth:15 April, 1909
Date of death:16 November, 1976  (at 67 years)
Category:Archaeologist, Historian, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ხიდისთავი, ჩოხატაურის რაიონი.

მუშაობდა ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტინტუტში 1937-1941 წლებში, 1939 წლიდან საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, შემდეგ ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში ჯერ უფროს მეცნიერ-მუშაკად და შემდეგ ქვის ხანის აექეოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელად.

ა. კალანდაძე მონაწილეობდა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აფხაზეთის ექსპედიციის მუშაობაში (1936 წელს), ხელმძღვანელობდა არქეოლოგიურ გათხრებს მცხეთაში (1937-1941 წწ., 1946-1976 წწ.), სოხუმში (1951-1953 წწ.), წონაში (1963-1972 წწ.) და სხვ. გამოიკვლია და შეისწავლა ძველი ქალაქები, საქალაქო ცხოვრება და მდაბიოთა საცხოვრებელი სახლები სამთავროსა და ნარეკვავზე. მის სახელს უკავშირდება ქვის ხანის ნამოსახლართა სისტემური კვლევა და სხვ. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1970 წ.), პროფესორი (1971 წ). ა. კალანდაძის ნაშრომები დაბეჭდილია სამეცნიერო ჟურნალებსა და კრებულებში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 326; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. - გვ. 486-487

Member of Organizations

  • სკკპ, წევრი (1943-)

Awards and Honors

  • საპატიო ნიშნის ორდენი

Share: