The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე კალანდაძე

ალექსანდრე კალანდაძე
Date of birth:1 June, 1916
Date of death:26 January, 1996  (at 79 years)
Category:Literary scholar, Scientist, Writer, Educator, Journalist, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ხიდისთავი, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა ბათუმის პედაგოგიური ტექნიკუმი 1931 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1936 წელს, პარალელურად უცხო (ფრანგულ და გერმანულ) ენათა უმაღლესი კურსები.

1931-1932 წლებში მუშაობდა მასწავლებლად. 1936-1939 წლებში მუშაობდა საგარეჯოში მასწავლებლად და სკოლის დირექტორად. ალ. კალანდაძე მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში, იბრძოდა ბრესტის ციხესიმაგრეში, იყო პოლონეთისა და საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობის წევრი. 1945 წლის დეკემბრიდან ა. კალანდაძე საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებულ კულტ-საგანმანათლებლო საქმეთა კომიტეტში მსახურობდა, 1954 წლიდან კი საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურულ მუზეუმში. 1960 წელს დაიცვა საკანდიდატო; 1966 წელს - სადოქტორო დისერტაციები. 1960 წლიდან მუშაობს შ. რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტში ჯერ უმცროს, სოლო შემდეგ - უფროს მეცნიერ თანამშრომლად. გამოქვეყნებული აქეს 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. აქედან 12 მონოგრაფიაა. სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის პარალელურად ნაყოფიერად იღწეის სამწერლო ასჰარეზზე - გამოქვეყნებული აქვს ხუთი რომანი და სხვა მხატვრელი ნაწარმოებები. 1975 წლიდან ხელმძღვანელობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის ჟურნალისტიკის განყოფილებას. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1966).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 326; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 487; ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 53-54

Member of Organizations

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი
  • სკკპ, წევრი (1940-)

Awards and Honors

  • 1982 - მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე
  • საფრანგეთის რესპუბლიკის "ვერცხლის ვარსკვლავი"
  • საფრანგეთის რესპუბლიკის "ომის ჯვარი"
  • მედალი "მხედრული მამაცობისთვის"
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
  • მედალი "გერმანიაზე გამარჯვებისთვის"

Bibliography


Share: