The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ მატარაძე

ვახტანგ მატარაძე
Other name:ჩელთისპირელი  (Pseudonym)
Date of birth:27 July, 1908
Date of death:8 December, 1982  (at 74 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1916-1920წწ. სწავლობდა თბილისის სამოქალაქო სასწავლებელში; 1921-1923წწ. - ვაჟთა I გიმნაზიაში.

სამსახიობო მოღვაწეობას დაიწყო 1924 წელს ფოთის თეატრში; 1932 წლამდე მუშაობდა სხვადასხვა თეატრებში (თბილისის წითელი არმიის ქართული თეატრი, ჭიათურის მუშათა თეატრი, სიღნაღისა და ველისციხის საკოლმეურნეო თეატრები). 1933 წლიდან თელავის თეატრის მსახიობია; 1943-1946წწ. თეატრის დირექტორი და დამდგმელი რეჟისორია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მაქსიმილიან მოორი, ფერდინანდი (ფ. შილერის "ყაჩაღები", "ვერაგობა და სიყვარული"), კლავდიუსი (უ. შექსპირის "ჰამლეტი"), დე-სანტოსი (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), ფრონდოზო (ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყარო"), ლევან ხიმშიაშვილი (დ. ერისთვის "სამშობლო"), ავეტიკა (ა. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), პეპია (ი. ჭავჭავაძის "გლახის ნაამბობი"), მეფე ერეკლე (ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი"), ანტონიო (ბომარშეს "ფიგაროს ქორწინება") და სხვ.; დადგმული აქვს სპექტაკლები: გ. მდივნის "ბრმა" (1932), ა. ცაგარელის "ხანუმა" (1933), კ. ბუაჩიძის "მკაცრი ქალიშვილები" (1941) ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული" (1942), დ. ერისთავის "სამშობლო" (1943), ა. შირვანზადეს "პატიოსნებისათვის" (1945) და სხვა. 

წყარო: საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1988. -გვ.63; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 574-575

Member of Organizations

  • სკკპ , წევრი (1942-)

Awards and Honors

  • 1968 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1955 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: