Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნექტარიოს ჩარგეიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ლენინგრადი. დაამთავრა ქ. მოსკოვის კონსერვატორია 1963 წელს, მოსკოვის უნივერსიტეტი 1969 წელს (ფილოსოფიის ფაკულტეტი). 1966–1968წწ. იყო მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგი(პარტიტურის კითხვა, ინსტრუმენტობა); რუსული კლასიკური მუსიკალური სკოლის ტრადიციების მიმდევარი; ფართოდ იყენებდა პოლიფონიურ ტექნიკას; განავითარა რუსული სიმფონიზმის ტრადიციები; ნაშრომებში იყენებდა ხალხურ სიუჟეტებს, აგრეთვე რენესანსის პერიოდის მუსიკალური ტრადიციების ელემენტებს; შექმნა ტრაქტატი "ქრისტიანობის ეზოთერული დოქტრინა"; თხზულებები, ერთაქტიანი ბალეტები: "Три года Добрынюшка тольничал" (1963), "Добрыня Чудь покорил" (1965), "Возвращение блудного сына" (1967), სიმფონიური პოემა(1965), სიუიტა სიმებიანი ორკესტრისათვის "მონტევერდის ხსოვნისადმი" (1967), 2 კონცერტი კამერული ორკესტრისათვის(თეფსების სოლო პარტიით), სავიოლინო ჯკონცერტი (1966), 3 გუნდი a cappella (1965), 4 პიესა ჰობოის, ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის (1960), საფორტეპიანო პიესები, მუსიკა კინოფილმებისათვის; რუსეთში მოღვაწე ქართველი ხელოვანი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 528
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |