The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მარინე უთმელიძე

მარინე უთმელიძე
Date of birth:20 May, 1921
Date of death:2 June, 2007  (at 86 years)
Category:Geographer, Educator, Athlete

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის განხრით 1946 წელს.

მუშაობა დაიწყო თბილისის ფიზკულტურის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1949-1966წწ. მუშაობდა თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის რესპუბლიკურ სასახლეში პედაგოგად და გამგედ; 1966-2000წწ. მუშაობდა ქართული ენციკლოპედიის მთავარი რედაქციის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა რედაქციაში უფროს სამეცნიერო რედაქტორად. მან განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ენციკლოპედიის ყველა ტომის გამოცემაში. მთელი თავის ცხოვრების დიდი ნაწილი მთამსვლელობას მიუძღვნა. პირველად მყინვარწვერზე, ქართული მთამსვლელობის 20 წლისთავისადმი მიძღვნილ უნივერსიტეტის ალპინიადაში მონაწილეობდა მელიტონ სანებლიძის ხელმძღვანელობით (1943). ერთი წლის შემდეგ კვლავ ავიდა მყინვარწევრზე ალ. ჯაფარიძის ხელმძღვანელობით. მონაწილეობდა ზემო სვანეთის საკვალიფიკაციო ასვლებში - თეთნულდზე, ლეხზირზე, გალითაუზე, გისტოლაზე, ლალვერზე და სხვ. კოტე ჯავრიშვილისა და ივანე მარის ხელმძღვანელობით. 1949-1966წწ. ყოველწლიურად ატარებდა ტურისტულ ჩასათვლელ მარშრუტებს, ალპინისტურ ასვლებს კავკასიონზე. 1952 წელს სხვებთან ერთად გაიარა მე-5 კატეგორიის სიძნელის უშბის ორივე მწვერვალი ტრავერსით. მან ურთულეს მეტეოროლოგიურ პირობებში უშბის ტრავერსი განახორციელა. იგი მსოფლიოში პირველი ქალია, რომელმაც უშბის ორივე მწვერვალი დალაშქრა. გაკეთებული აქვს 100-ზე მეტი ასვლა კავკასიონის მწვერვალებზე. იყო სპორტის ოსტატი ალპინიზმში (1956), მთამსვლელობისა და ტურიზმის უფროსი ინსტრუქტორი, რესპუბლიკური კატეგორიის მსაჯი ტურიზმსა და ალპინიზმში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის: სსრკ ტურიზმის წარჩინებული მოღვაწე (1966).

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.861; ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.242-243;  წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.340

Member of Organizations

  • ალიოშა ჯაფარიძის სახელობის საქართველოს ალპური კლუბის საბჭოს პრეზიდიუმი, წევრი (1946-1963)
  • ტურიზმის რესპუბლიკური საბჭოს სამარშრუტო-საკვალიფიკაციო კომისია, თავმჯდომარე (1952-1999)

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1981 - საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი
  • 1956 - სსრკ სპორტის ოსტატი

Share: