შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით უკლება![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ეწერი, თერჯოლის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1947 წელს. 1950 წლიდან მუაობდა გეოგრაფიის ინსტიტუტში; 1975-1999წწ. ქართული ენციკლოპედიის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერების რედაქციის უფროსი სამეცნიერო რედაქტორად და კონსულტანტად; პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და სხვა უმაღლეს სასწავლებლები; ძირითადი ნაშრომები ეხება ლანდშაფტმცოდნეობის პრობლემებს; თბილისს ეძღვნება მისი ნაშრომი "თბილისისა და მისი მიდამოების ბუნება" (წგ.: "თბილისი. ეკონომიკურ-გეოგრაფიული გამოკვლევა", 1989).; შეადგინა გეოგრაფიის ტერმინოლოგია (რუსულ-ქართული და ქართულ-რუსული, 1967); შეყვანილია ამერიკის ბიოგრაფიული ინსტიტუტის მიერ 1998 წელს გამოცემულ ცნობარში "მსოფლიოს 5 ათასი გამოჩენილი პიროვნება"; გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი (1971), პროფესორი (1976). წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.861; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.73 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |