Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი კალანდაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ძირულა, ზესტაფონის რაიონი. 1927 წელს, შვიდწლედის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო თბილისის ინდუსტრიულ ტექნიკუმში, ხოლო 1933 წელს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1938 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში. 1942-1949 წლებში იყო რეპრესირებული საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ჯგუფში თანამშრომლობისათვის, იგი გადასახლებული იყო შუა აზიაში, შემდეგ, გარკვეული დროით, აკრძალული ჰქონდა დედაქალაქში ცხოვრება. 1955 და 1957 წლებში გამოსცა ლექსების კრებულები. გიორგი კალანდაძის პოეზია ოპტიმისტური ჟღერადობისაა. გამონაკლისს წარმოადგენს თვით გადასახლების დროს შექმნილი ლექსების ნაწილი. ეწეოდა აქტიურ მთარგმნელობით მოღვაწეობასაც. 1957 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში. 1954 წ. დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1973 წელს სადოქტორო დისერტაციები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.-თბ., 1980.- გვ. 327; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.175-176 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |